ინტელის სასწავლო კურსი
Wednesday, July 20, 2016
Sunday, July 17, 2016
მერვე დღის რეფლექსია
მერვე დღეს უკვე შეიმჩნეოდა, რომ ტრენინგი დასასრულისკენ მიდიოდა. ჩვენს მიერ შექმნილი საქაღალდეები ავტვირთეთ და განვათავსეთ ბლოგზე შექმნილ ახალ გვერდზე. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება და ბმულების მიბმა. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ხშირად გამოვიყენებ, თორემ ამის გარდა კიდევ ბევრი რამ ვისწავლეთ. საერთოდ, ძალიან ინფორმაციული ტრენინგი იყო.
Saturday, July 16, 2016
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს საინტერესო დღე გვქონდა. ვიმუშავეთ პროექტის ფარგლებში გაკეთებულ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, ანუ პრეზენტაციაზე და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებაზე. მოვახდინეთ ინტელის მიერ შემოთავაზებული შეფასების სქემის ადაპტირება. საპრეზენტაციო პროგრამას და შეფასების სქემას ყოველთვის გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას, ამიტომ, დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.
Friday, July 15, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
კიდევ ერთხელ გადავხედეთ ტრენინგის ფარგლებში შესასრულებელ სავალდებულო დავალებებს. გავეცანით საავტორო უფლებებს, რომელიც პროექტის ფარგლებში უნდა დავიცვათ, ინტერნეტსივრცეში განთავსებული მასალის გამოყენებისას და საავტორო უფლებების დაცვით შევინახეთ ჩვენთვის საინტერესო მასალები საქაღალდეში. დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა. ტრენინგის მეექვსე დღე შრომატევადი და ცოტა დამღლელი იყო!
Sunday, July 10, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღეს მოვისმინეთ შერჩეული პროექტების შესახებ მოფიქრებული საკვანძო კითხვები და გავეცანით პროექტის მსვლელობისას გამოსაყენებელ შეფასების სტრატეგიებს. ჩვენი საშინაო დავალებაც სწორედ შეფასების დროის ჩარჩოს შევსება იქნება სასწავლო პროექტის გეგმაში.
Saturday, July 9, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
განვსაზღვრეთ პროექტის მისაღწევი მიზანი და დავგეგმეთ პროექტის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობები. გავეცანით კოლეგების დასახულ მიზნებსა და აქტივობებს და მივეცით შესაბამისი უკუკავშირი მათ მიერ დაგეგმილი სამუშაოს ირგვლივ. ყოველთვის გადავხედავ კოლეგა-მეგობრების ბლოგებს, რათა მოკრძალებულად შევთავაზო ჩემი ნააზრევი, პროექტის უკეთ განხორციელების მიზნით. ვისწავლეთ პროექტზე მუშაობისას, თუ რა სახის კითხვები უნდა შევთავაზო ჩემს მოსწავლეებს, რათა მათ დაინახონ პროექტზე მუშაობის საჭიროება და გაუჩნდეთ პროექტზე მუშაობის ინტერესი და სურვილი. გავეცანით კითხვების მაგალითებს და შეფასების რუბრიკას, რომელიც გაგვიადვილებს საშინაო დავალებად მოცემული ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვების მოფიქრებას. ვფიქრობ, მუშაობის მეოთხე დღე ნაყოფიერი იყო!
კითხვები
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა: რა არის კულტურა?
თემატური კითხვები: როგორ გესმით, ქართული კულტურა?
რატომ იქმნებოდა ქართული კულტურის ძეგლები საქართველოს ფარგლებს გარეთ?
რატომ ცდილობდნენ მიზანმიმართულად ბერძნები საუკუნეების განმავლობაში მათ მიწაზე არსებულ ქართულ ეკლესია-მონასტრებში ქართველთა კვალის წაშლას?
შინაარსობრივი კითხვები: რომელი საგანმანათლებლო ცენტრები არსებობდა საქართველოში 11-12 საუკუნეებში?
რომელი ქართული კულტურის ცენტრები ვიცით საქართველოს ფარგლებს გარეთ?
როგორი უფლებრივი მდგომარეობა აქვთ ქართველებს დღეს უძველეს ქართულ სავანეებზე?
სად მდებარეობს შოთა რუსთველის ფრესკა?
Subscribe to:
Posts (Atom)