Friday, July 8, 2016
სასწავლო პროექტის მიზნები და ამოცანები
მოსწავლეები შეძლებენ:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული კულტურული კერების შესახებ. შეისწავლიან ქართული ცენტრების ისტორიასა და იმ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, რასაც იქ მოღვაწე პირები ეწეოდნენ. გააანალიზებენ და გაიაზრებენ ამ ცენტრების დანიშნულებასა და როლს ქართული კულტურისა და ლიტერატურის განვითარებაში. მოამზადებენ საკონფერენციო თემებს საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის. მოამზადებენ ფოტოკოლაჟს და პრეზენტაციას საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის, ქართული სავანეების შესახებ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ქალბატონო ია, გავეცანი თქვენი სასწალო პროექტის მიზნებსა და ამოცანებს. თემა ძალიან საინტერესოა,პროექტის მიზნები თანამიმდევრულად და ლოგიკურად გაქვთ ჩამოყალიბებული. ჩემი აზრით,უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, საკითხები თეზისებად ჩამოგეშალათ, ასევე ბოლო პუნქტში ფოტოკოლაჟი და პრეზენტაცია მხოლოდ საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის რატომ, საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვისაც არ იქნება ცუდი.მთლიანობაში თქვენი პროექტი იქნება ძალიან საინტერესო და პრეზენტაციაზე თუ დამპატიჟებთ, სიამოვნებით დაგესწრებით და ბევრ რამეს შევმატებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას.
ReplyDelete